ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ახლახან, პედაგოგ ლეილა ზურაბაშვილის სადამრიგებლო - IIIა კლასში საბავშო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლის მშობლის - თეა გიგაშვილის ჩართულობით, დიდი იაკობის პორტრეტი „გააცოცხლეს“, რამაც ბავშვების დიდი გაკვირვება და სიხარული გამოიწვია.
ბავშვებმა „დედა ენის“ შემქმნელის ბიოგრაფიული ცნობები დამოუკიდებლად მოიძიეს და სასკოლო საზოგადოების მისი ღვაწლის შესახებ ესაუბრნენ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მისი მოთხობები მხატვრულად წაიკითხეს და „დედაენის“ სადიდებელი სიმღერებიც შესრულდა. ბავშვებმა დიდ იაკობს წერლიც გაუგზავნეს, რომელსაც მთაწმინდის პანთეონზე წაიკითხავენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: