ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, მასწავლებლების - ნინო ხმალაძისა და მელანია ამირშადიანის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაზე როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზეც ისაუბრეს. მათ საზოგადო მოღვაწის ლექსები და მისივე ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს. მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„ღონისძიება დასრულდა სიმღერის - „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ფონზე ანთებული სანთლებით, რადგან როგორც იტყოდა დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე: ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს, ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, იმით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე, პირიქით იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი დაიწყებს ლაპლაპს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: