იხტილის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურები საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს 
18-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა - გეომეტრიული ფიგურები შეისწავლეს. მათ, მასწავლებლის დახმარებით, თემატური პლაკატი დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ბავშვებს მოცემული გაკვეთილის თემის უკეთ ათვისებასა და თითოეული სურათის კარგად ამოცნობაში დაეხმარათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს და გააკრეს პლაკატი, რომელსაც სასწავლო რესურსად გამოიყენებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203