ითხვისის N2 საჯარო სკოლაში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს
14-06-2018
ითხვისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი ღონისძიება და ლიტერატურულ მხატვრული კომპოზიცია ჩატარდა. 

ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი მაია ვეშაპიძე და პედაგოგი ინგა გამსახურდიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძებაში 1-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიებას მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203