ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლებმა შემოდგომის ზეიმი გამართეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ ფერადი და ბარაქიანი შემოდგომა სიმღერებითა და ლექსებით გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამოფენა - „შემოდგომის ფერები“ მოეწყო. მოსწავლეებმა ნამუშევრებში საკუთარი განწყობა, ემოცია და შთაბეჭდილებები წარმატებით გადმოსცეს.
დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო: