ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომას მეტად აფასებენ.
ამის დასტურია ისიც, რომ ახლახან, სკოლაში საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება - „მასწავლებელი ცოდნის ლამპარია“ ჩატარდა. ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვარდანუშ ქოსიანი ხელმძღვანელობდა.
I, II, VI კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. მათ პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
იხილეთ ფოტოები: