ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და ცოდნითა და ინტელექტით, კონკურსებში ღირსეულად ასპარეზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა შესაძლებლობები ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, მუნიციპალურ ტურში წარმოაჩინეს.
სკოლის მეორე ასაკობრივი ჯგუფის (მე-6 - მე-8 კლასი) გუნდმა - „შევარდენი“, და მესამე ასაკობრივი ჯგუფის (მე-9 - მე-12 კლასები) გუნდმა - „გავაზი“ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს. მოსწავლეებმა საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს, რაც თერთმეტ გუნდს შორის საკმაოდ კარგი შედეგია.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, ჩვენო გონიერებო, ამ წარმატებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მთელ სკოლას! წარმატებებს გისურვებთ შემდგომ, რეგიონული ტურის, ეტაპზე“, - ასე მიულოცეს სკოლაში მოსწავლეებს მიღწეული წარმატება.
„ცოდნა ძალაა“! „სწავლა სინათლეა“! „გვიყვარდეს წიგნი ცოდნის წყარო!“ - ეს კი ის მთავარი შეგონებებია, რაზეც ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები იზრდებიან.
იხილეთ ფოტოები: