დამიის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა 
19-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155 წლისთავი აღინიშნა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. გაითამაშეს ეპიზოდები ზღაპრებიდან - „მუქთახორა ჰური“, „ბარეკენთან“, პოემიდან - „ანუში“ და სხვა; ასევე შეასრულეს ქართული და სომხური ცეკვები. 

აქტივობა მოწაფეებმა სომხური ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის - ლიუდმილა ბადალიანის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ ჰოვანეს თუმანიანი თბილისში ლორედან 1883 წელს ჩამოვიდა, დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე აქ იცხოვრა. ის წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს. მოთხრობა „გიქორი“ ქართულ სასკოლო პროგრამაშიც იყო შეტანილი. მის საუკეთესო პოემებადანუში“ და „მარო“ მიიჩნევა.

იგი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. მეგობრობდა ქართველ მწერლებთან: ტიციან ტაბიძესთან, კოტე აფხაზთან, კომპოზიტორთან ზაქარია ფალიაშვილთან. „ცისფერყანწელები“ მისი სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ.

მისი ნაწარმოებები იოსებ გრიშაშვილს აქვს ნათარგმნი. 

ჰ.თუმანიანი მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სომეხთა პანთეონში. თუმცა, მისი გული დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში, სპეციალურ ყუთში ინახებოდა, შემდეგ კი მის მშობლიურ ლორეში დაკრძალეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203