საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ისეთ ღირებულებებზე იზრდებიან, როგორიც კაცთმოყვარეობა, პატივისცემა და ტოლერანტობაა.
შესაბამისად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზია ყოველთვის მოწოდებულია მოაწყოს ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეებს ხელს უწყობს გიმნაზიის მთავარი ხედვის - ტოლერანტობის - ადამიანის იდენტობის პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს, უკეთ გაცნობიერებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიაში სწავლობენ ქართველი ქრისტიანი და მუსლიმი მოსწავლეები და სწორედ ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მოინახულეს ჯუმა მეჩეთი, სინაგოგა და გაეცნენ მათ ისტორიას. ასევე, მოილოცეს ჯვარი მამას ეკლესია.
მოსწავლეებს თან ახლდათ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ნანა (ციცინო) ანთაძე და თამთა ხარატიშვილი, საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე და პანსიონური მომსახურების მენეჯერი ნინო ცეცხლაძე.
იხილეთ ფოტოები: