ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
ახლახან, მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ჰაიკანუშ იორდანიანის ინიციატივით, ილია ჭავჭავაძის იუბილე აღნიშნეს.
მათ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია მოამზადეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
პრეზენტაციის მიზანი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი დეტალების წარმოჩენა გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: