ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები თემატური აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში „დედაენის" ავტორის, საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე იზეიმეს. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს, მისი პერსონაჟების როლი მოირგეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გარდა ამისა, მათ იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები გამოძერწეს, საფოსტო ბარათები დაწერეს, ხელნაკეთი წიგნები შექმნეს და პლაკატი დაამზადეს.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებზე ისაუბრეს და მას ლამაზი ლექსებითა და სიტყვებით პატივი მიაგეს.
პროექტს დაწყებითი კლასის ქართული ენის პედაგოგები :ჟ.ქარელი, მ.ბაიაძე, ნ.საური და ხ.ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: