ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში არსებულმა მკითხველთა კლუბმა -„სწავლულნი“ გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, ერის მოამაგე შვილს - დიდ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც მომავალ თაობას ღვთაებრივ განდერძად დაუტოვა „მამული, ენა, სარწმუნოება", ღონისძიება მიუძღვნა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ისაუბრეს და ბოლოს, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და ამაგი შეაფასეს. დრო მის პოეზიასაც დაეთმო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ მიზანს მიაღწია. კლუბის ხელმძღვანელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი - მანანა ნაცვლიშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: