ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - კიშმიშ ღარიბიანმა საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეები საგაკვეთილო თემას, რომელიც მცენარეთა სამყაროს შეეხებოდა ყურადღებით გაეცნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ კლასში სხვადასხვა მცენარეც იყო წარმოდგენილი, რომლებზე დაკვირვებაც მოსწავლეებმა შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: