წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა მიქავა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მე-10 კლასის მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ლუკას და უსურვებს წინსვლას და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: