ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ახალხან, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება გამართეს. აქტივობები ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების - ვახტანგ ხუციშვილსა და კარინე ჰარუთიუნიანის დახმარებით განხორციელდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადიოების წინაშე ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები წარადგინეს, მისი ლექსები წაიკითხეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტო: