ილემის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
18-11-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, პროექტებით სწავლების ფარგლებში, დასკვნითი აქტივობა მწერალ დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

მე-9 კლასის მოსწავლეები და მათი ქართული ენის მასწავლებელი ლამარა ბიწაძე მწერლის ბიოგრაფიას და შემოქმედებას კიდევ ერთხელ მწერლის ეზოშივე შეეხნენ.

მოსწავლეებმა მასწავლებლის ნაამბობიდან მიღებული თეორიული ცოდნა ვიზუალური მასალით განიმტკიცეს და იქვე დაგეგმეს სამომავლოდ მწერლის ნაწარმოების „გაცოცხლება“.

„ბავშვები ასევე, ესტუმრნენ მწერლის ოჯახის კარის ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი XI საუკუნით თარიღდება და ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი საკვანძო ცენტრი ყოფილა და სოლომონ მეფემ ხრესილის ბრძოლის წინ სწორედ ამ ტაძარში დალოცა ქართველთა ლაშქარი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო, სახალისო და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203