ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი I ბ კლასის მოსწავლეთა გაკვეთილი იყო. მათ პედაგოგმა ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.
ამ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებლის - ნანული უნანიანის ორგანიზებით, 1-ელ კლასში მხიარული და დასამახსოვრებელი ღინისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ანბანის შემობრძანება იზეიმეს, მათ კლასში საინტერესო და სახალისო ნომრები წარადგინეს.
როგორც აღნიშნავენ, პედაგოგის შრომითა და ძალისხმევით, პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრებაში მათი გადადგმული პირველი ნაბიჯები და გამოცდილება უჩვენეს სასკოლო საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: