თბილისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კვირეული ჩატარდა.
მრავალფეროვანი აქტივობებითა და სასწავლო პროექტებით დატვირთული კვირეული ლიტერატურულმა ღონისძიებამ დაასრულა.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გახლდათ.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს დიდი ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და მისი შემოქმედებიდან საყვარელი ეპიზოდები „გააცოცხლეს“.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე ინფორმაციული, ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: