ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები მე-6 დან მე-12 კლასების ჩათვლით. მათ კლასში წარადგინეს როგორც სომხური, ასევე ქართული სამზარეულოს მთავარი კერძები.
ღონისძიებას მასწავლებლები: ჰასმიკ დუმოიან და ეხსიკ თუმასიანი ხელმძღვანელობდნენ.
ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო: