ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. პროექტის ხელმძღვანელის - ბიოლოგიის მასწავლებლის, ინგა თურქაძის ხელმძღვანელობით, მათ მოიძიეს ინფორმაცია ამ ვერაგი დაავადების შესახებ და პრეზენტაცია წარადგინეს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე.
ბავშვებმა ასევე, შექმნეს კედლის გაზეთი.
„პროექტში ჩართულობა იყო მაღალი, რადგან სამწუხაროდ, ბევრის ოჯახის წევრი შეპყრობილია ამ დაავადებით. მოსწავლეების მოძიებული ინფორმაცია იყო საინტერესო და ამავდროულად საყურადღებო, დაავადების პრაქტიკულობისა და თავის დაზღვევის მიზნით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელმაც ასაკი არ იცის, ამოტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია.
იხილეთ ფოტოები: