ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასაც დიდი ყურადღება ეთმობა
14-06-2018
ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სწავლის პროცესთან ერთად მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასაც დიდი ყურადღება ეთმობა. 

კერძოდ, სპორტის გაკვეთილების მიზანია: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის დასწავლის, განმტკიცებისა და სრულყოფის ოპტიმალური გზების შერჩევა; ჯანმრთელობა, ურთიერთპატივისცემა, სამართლიანი თამაში და მეგობრობა.

სკოლაში ფეხბურთის და ფრენბურთის გაკვეთილები იმ გარემოს ქმნის, რომელიც შემდეგი მიზნების მიღწევისთვის გამოიყენება: ჯანსაღი თაობის აღზრდა; ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; მავნე ჩვევების (სიგარეტი, ნარკომანია, ქურდობა, ტყუილი და ა.შ.) უარყოფა; პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა; სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ფიზიკური თვისებების (მოქნილობა, ძალა, სისწრაფე, სისხარტე, გამძლეობა, რითმის გრძნობა, კოორდინაცია) განვითარება; თანაარსებობა და დახმარების გაწევა; სპორტში მოზარდთა მასობრივი ჩართვა.

მოსალოდნელი შედეგები: ჯანმრთელობა და უსართხოება, მოძრაობა და მოტორული უნარჩვევები, აქტიური მონაწილეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

სპორტული და ფიზიკური განათლების ხალისიანმა და შედეგიანმა გაკვეთილმა მოსწავლეები საკუთარ ფიზიკური უნარების განვითარების შესაძლებლობაში უნდა დაარწმუნოს და მათ თვითდამკვიდრებას ხელი შეუწყოს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203