თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლა მოსწავლის - გივიკო ზინდრიაშვილის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს.
ის, კიკბოქსნგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მოსწავლე ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, არის საქართველოს 5 გზისა ევროპის 2 გზის ჩემპიონი.
სკოლა მისით ამაყობს და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
„კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა და უკვე მსოფლიოს ჩემპიონია ჩვენი გივიკო ზინდრიაშვილი საამაყო, თავმდაბალი, მოწესრიგებული, კარგი შვილი და საიმედო მეგობარი ჩვენი გივიკო.
დღეს ჩვენი სკოლა განსაკუთრებულად ამაყია, ბედნიერი და გაბრწყინებული! დღეს უკვე ჩვენი ჩემპიონი გვყავს! დღეს ყველა ერთად ვზეიმობდით! გივიკო ზინდრიშვილის წარმატებას. გივიკო ზინდრიშვილი კიკბოქსნგში მსოფლიო ჩემპიონია!
გვჯერა, რომ არაერთხელ ვიქნებით გივიკოს წინსვლისა და გამარჯვების, სიხარულისა და ბედნიერი წუთების გამზიარებლები“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: