კვატიის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
18-11-2024

დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის პედაგოგმა - სოსლან სურმანიძემ მოსწავლეებთან ისაუბრა თემაზე „ტოლერანტობა ლიტერატურაში“ და ასევე განიხილა ტოლერანტობის მაგალითები ქართველი მწერლების ნაწარმოებებში.

მან, ამავდროულად ტოლერანტობა ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილა.

ასევე კვატიის საჯარო სკოლის პედაგოგმა - გოგი ბერიძემ ისაუბრა თემაზე - „გაიგე მეტი ტოლერანტობაზე“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ჩამოყალიბების ისტორიაზე, ტოლერანტობის რაობაზე, მიზნებსა და გამოწვევებზე ჩვენი ქვეყნის ყოფითი რეალობიდან გამომდინარე.

მოსწავლეების ჩართულობით წინასწარ მომზადდა მოკლე გაცნობითი ხასიათის ვიდეორგოლი.

ღონისძიება მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომზადდა ტესტირება ტოლერანტული დამოკიდებულების შესამოწმებლად, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

„საერთო ჯამში, ღონისძიება როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

ღობისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი თქვენი „მონა-მორჩილი“ დიდთან დიდი და პატარასთან პატარა გოგი ბერიძე გახლავთ.

მადლობა სოსლან სურმანიძეს თანამშრომლობისთვის, მადლობა ქეთი დავითაძეს ღონისძიებაში ჩართულობისთვის. მადლობა ნათელა პაქსაძეს დახმარებისთვის და, რა თქმა უნდა, მადლობა მომავალ თაობას, მათი დამსახურებით მოდის ენერგია რომელიც იხარჯება“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203