„მამული, ენა, სარწმუნოება“-  ერგეს საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა 
18-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ქართულ ენასა და ისტორიაში თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი წერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავს მიეძღვნა.

მოსწავლეები მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კიდევ ერთხელ გაეცნენ, მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ნანი ევგენიძე–გორგოშაძე და ნაირა სილაგავა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ვიდეო1

იხილეთ ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203