ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ვართაგავა სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს ქმნის. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან თანამშმრომლობითი, პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, რასაც ახერხებს კიდეც. მისი თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თითოეული მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს დირექტორი მანანა ვართაგავა პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასკოლო გარემო მოსწავლის თვითშეფასებისა და აკადემური მოსწრების ზრდას უწყობს ხელს. ამისათვის მნიშვნელოვანია ერთობა, თანამშრომლობა, გუნდურობა და ურთიერთპატივისცემა.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სკოლაში ჩამოყალიბებული ღირებულებების დაცვა, ნდობა და პატივისცემა. მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან კომუნიკაბელურები, გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა, არიან მოტივირებულები და ტოლერანტები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თითოეული მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს. სიძლიერეა სწორედ, ის რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი სკოლას აღიქვამს უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სოციოკულტურულ სივრცედ.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოტივაცია ეს ის ენერგიაა, რომელიც მიბიძგებს მიზნის მიღწევისკენ, ვცდილობ მუდმივი მოტივაციის შენარჩუნებას და საქმეში ჩართულობას, საფუძვლიან ხედვასა და მიზანდასახულობას.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ღირშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.