ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ ესთეტიკის კათედრამ (კათედრის თავმჯდომარე მაკა ლომიძე) შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნა.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. მათ ფერადი და ბარაქიანი შემოდგომა მხიარულად გააცილეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობლებთან და ადგილობრივ თემთან ურთიერთობის ფარგლებში, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მშობლები და ხიზაბავრის დღის ცენტრის ბენეფიციარები.
დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: