ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, იქ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „დედის ენა ქართული“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“. მათ მის ღვაწლზე ისაუბრეს და მადლიერება გამოხატეს.
აქტივობები მასწავლებელ ნანი ევგენიძე–გორგოშაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა კი, შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: