ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია, მე-10 კლასში ორი საგნის ინტეგრირებით ჩატარებული გაკვეთილი ჰაგიოგრაფიაში.
გაკვეთილი შუშანიკის ხსენების დღეს მიეძღვნა და ქართული ენა|ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებით ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „ილოცვიდეთ მისთვის“.
სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ნაირა სილგავა და ლეილა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდნენ. მათ მე-10 კლასელებს არაერთი საინტერესო აქტივობა შესთავაზეს. მოსწავლეებისთვის თემა საინტერესო და სამსჯელო აღმოჩნდა. ნაწარმოებში წამოჭრილ საკითხებს ჩაუღრმავდნენ და ცოდნა განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტოები: