„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, სიყვარული“- ფიქრია ლიპარტელიანი, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
18-11-2024

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან მათ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებაში ჩემი პატარა წვლილიც არის“,- ამბობს დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფიქრია ლიპარტელიანი. 

მისი ამ სიტყვებიდან ნათელია, თუ რამდენად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზე. შედეგად, მოწავლეები მის საგანს დიდი მონდომებით სწავლობენ. 

პედაგოგმა სხვადასხვა საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- წარმატებულ სკოლას. ეს არის გარემო, რომელიც პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, სიყვარული, პატივისცემა. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული სასკოლო ცხოვრების ხარისხთან და წარმატებასთან.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებაში ჩემი პატარა წვლილიც არის. მათ არ ეშინიათ სიახლეების, მუდმივად ძიების პროცესში არიან, მათთან ერთად ვვითარდებით ჩვენც.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, პროფესიონალიზმს, პროფესიული საქმიანობისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებულ სასკოლო გარემოს, განვითარების პროცესში უწყვეტობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სიყვარული ჩემი პროფესიისადმი, დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ჩემი მოსწავლეები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ , რ.ჯ.პალაციოს ,,საოცრება“...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ექსკურსიები. ახალი წლის ზეიმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203