წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში დიდი მხიარულება იყო.
მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი - შემოდგომა ზღაპრულად გააცილეს.
მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, გამოიცნეს გამოცანები. გარდა ამისა, მათ შემოდგომაზე ნახატები მოამზადეს და მშობლებთან ერთად, სადღესასწაული დეკორის შექმნაში აქტიურად ჩაერთნენ.
„მრავალი ასეთი ლამაზი დღე ჩვენს სკოლას და სრულიად საქართველოს! დიდი მადლობა ყველას ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: