ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან იქ, მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, თემატური პრეზენტაციები გამართეს, მოეწყო ვიდეო-ფილმების ჩვენება და დისკუსიაც გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საზოგადოებას თემატური ნახატებიც წარუდგინეს.
იხილეთ ფოტოები: