წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამეჯრად, პროექტის ფარგლებში - „შევისწავლოთ და დავიცვათ გარემო" უფროსკლასელთა ინიციატივით და დირექციის ფინანსური მხარდაჭერით, აქცია - „გავამწვანოთ სკოლის ეზო“ განხორციელდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, გარემოზე იზრუნეს, კიდევ უფრო გაალამაზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. იდეის ავტორი სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე გახლდათ.
„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს დაუზარელი შრომისათვის და აქტიურობისათვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე.
იხილეთ ფოტოები: