ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველების ღვაწლისა და ბიოგრაფიის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, იქ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
თემატური ღონისძიება ქართული ენის კათედრის წევრებისა და ბიბლიოთეკარის ერთობლივი მუშაობით ჩატარდა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ილიას ღირებულებებზე ისაუბრეს და მის ღვაწლსა და შრომას პატივი მიაგეს.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: