წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისად, მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნის ვერაგი დაავადებაა. 14 ნოემბერს კი მსოფლიოში დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერი შაქრიან დიაბეტზე და გაუზიარეს საჩინოს თემის ამბულატორიას. პოსტერი მოიცავს ინფორმაციას შაქრიანი დიაბეტის ტიპებზე, დიაბეტის სიმპტომებზე, შაქრის ნორმის მაჩვენებლებზე ასაკის მიხედვით, რისკ-ფაქტორებზე, პრევენციულ ქმედებებზე, სასარგებლო და მავნე საკვებ პროდუქტებზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლება და თემთან ურთიერთობა ეხმარება მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცებაში.
„იკვებე სწორად! გაუფრთხილდი ჯანმრთელობას! შაქრიანი დიაბეტი ვერაგია! არა შაქრიან დიაბეტს!“- ასეთია მოსწავლეთა მოწოდება.
იხილეთ ფოტოები: