გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, მუსიკის გაკვეთილზე, პედაგოგ მადონა ბენიძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი რიტმული აქტივობა განხორციელდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის სავსე იყო ენერგიით და მუსიკალური გამოხატულების თავისუფლებით.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და საგნით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ.
„თითოეული მათგანი ხმითა და მოძრაობით ერთობოდნენ, რითმებსა და ტაქტებში ერთობლივად ჰქმნიდნენ უნიკალურ მუსიკალურ გამოცდილებას. ეს აქტივობა არამარტო მუსიკალური უნარების განვითარებას ემსახურებოდა, არამედ ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის უნარებსაც აძლიერებდა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: