ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და ხალისით ერთვებიან.
11 ნოემბერს კი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებული კონკურსი - „ვკითხულობთ გალაკტიონს“.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ VIII, IX კლასის მოსწავლეები, კერძოდ : ბარბარე კორძაია, მათე მიქაძე, ბაჩო კუპატაძე, ზურა გორდეზიანი, ნინო ფერაძე, მარინა ხოჯაშვილი, სალომე ადამია.
სკოლის ბიბლიოთეკაში, პატარა მკითველებმა გააჟღერეს დიდი პოეტის ისეთი ლექსები, როგორიცაა: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „მზეო თიბათვისა“, „წამყე ბეთანიისაკენ“, „საღამო სოფლად“, „რა დროს რომანსეროა?!“, „მესაფლავე“, და ა. შ.
იხილეთ ფოტოები: