ღების საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
18-11-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ახლახან VII და IX კლასების მოსწაავლეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღის შესახებ ბიოლოგიის და ფიზიკის პედაგოგი ნინო ხუსკივაძე ესაუბრა.

მან მოსწავლეებს უთხრა, რომ ეს დღე 20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით, 16 ნოემბერს აღინიშნება. პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა თემატური პოსტერები დაამზადეს, რომლებშიც საკუთარი თვალით დანახული ტოლერანტობის არსი გადმოსცეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203