გავაზის საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ  
18-11-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით სახალისოა პირველკლასელებისთვის. 

I კლასის მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და მონდომებით შეაბიჯეს „აი იას“ სამყაროში. ქართული ენის მასწავლებელის - ნელი რევაზიშვილის, ხელოვნების მასწავლებლის -ქეთი ქურდაძის და მუსიკის მასწავლებლის - სოფიო ბეგაშვილის მიერ ჩატარებული აქტივობებით ბავშვებს ეს დღე დღესასწაულად ექცათ.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა მშობელთა აქტიური ჩართულობით. ნელი მასწავლებელი ბავშვებს ესაუბრა ანბანის შექმნის ისტორიაზე და იმ დიდ შრომაზე, რომელიც იაკობ გოგებაშილმა გასწია. 

პირველკლასელები ქართულ ანბანს, რომელიც მეხუთეკლასელებმა შემოაბრძანეს, ლექსებითა და სიმღერებით მიესალმნენ.

მოსწავლეები გაეცნენ  „ა„ და „ი“ ასო-ბგერებს, ხელოვნების გაკვეთილზე, ქეთი მასწვლებლის დახმრებით მომზადებული სამახსოვრო ბარათებზე გააფერადეს და დახატული ია.

შემდეგ პატარებმა  მოძებნეს წებოვანი ქაღალდებით გამოჭრილი „ი“ და „ა“ ასოები, ააწყვეს და დააწებეს წინადადება „აი ია“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სოფო მასწავლებელთან ერთად, ღია ფანჯარაში უეცრად გამოჩენილ იას უმღერეს. 

ღონისძიება-გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, რომელიც პირველკლასელებმა ხალისით, ინტერესით და დიდი მონდომებით შეასრულეს. 

პირველკლასელებს „აი იას“ სამყაროში შებრძანება მიულოცეს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა: ნინო სესიაშვილმა და დალი დავითაშვილმა, სკოლის დირექტორმა ლელა კაპანაძემ, სასწავლო ნაწილის გამგემ - მაია აბაშვილმა და V კლასის მოსწავლე მარიამ ვარადაშვილმა.

როგორც სკოლაში აფასებენ, პირველკლასელებისათვის შთამბეჭდავი იყო ღია მილოცვის წერილი, რომელიც ამავე სკოლის სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, პოეტმა ლუიზა გივიშვილმა მიწერა მათ. 

ბავშვებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203