გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა სახალისო ექსპერიმენტი
20-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მრავალფეროვან ექსპერიმენტებს, ცდებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მიმართავენ. მათ კარგად იციან, რომ პრაქტიკული სამუშაოები - სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები მოტივაციის მიმცემია.

ახლახან, მე-3 კლასელებმა თემის - სითბოს გადაცემა, თბოგამტარობა შესწავლისას საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.  ექსპერიმენტით, ბავშვებმა დაადასტურეს, რომ სხვადასხვა ნივთიერებას განსხვავებული თბოგამტარობა ახასიათებს.

მოსწავლეებისთვის ექსპერიმეტი მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203