სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, იქ, „დარდების შემგროვებელი კაცის“ - გოდერძი ჩოხელის პოეზის საღამო მოეწყო. VIII კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის შესახებ ინფორმაცია გაიხსენეს, მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და საკუთარი დამოკიდებულება ღიად გამოხატეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი იყო.
„გოდერძი ჩოხელი არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე, მაგრამ ხშირად წერდა სიკვდილზე. მან თავისი ქვეყნის ყველა ტკივილი საკუთარ გულში გაახვია. ის წერდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულში ჩაუარეს, ზოგმა სევდა, ზოგმა ტკივილი რომ დაუტოვა, ზოგმა კი სიყვარული შემოაშველა. ის იყო ხატად გცეული კაცი მთლიანად საქართველოსთვის“,- სწორედ ეს სიტყვები გაჟღერდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: