ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები საგნებთან ერთად, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, მეორე კლასის მოსწავლესთან ჩატარდა სადამრიგებლო საათი თემაზე - „ბავშვთა უფლებები“.
პედაგოგმა მე-2 კლასელს ბავშვის უფლებათა კონვენცია გააცნო და საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე ესაუბრა.
მოსწავლისთვის საკითხი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: