ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
ამჯერად, მე-9ბ და მე-9გ კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი მუსიკაში, თემაზე: „მითი და რეალობა მუსიკაში; მუსიკა და რიტუალები“.
აღსანიშნავია, რომ პროექტს პედაგოგი ელეონორა ფხაკაძე ხელმძღვანელობდა.
პროექტის ფარგლებში შედგა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ისაუბრეს მთავარ თემაზე, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, მოიძიეს ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობაც შესთავაზეს, რომელიც გაჯერებული იყო შემოქმედებითი ნომრებით.
იხილეთ ფოტოები: