თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობა იყო.
მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ციცინო ლაფაურის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავი საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილით - „რა შეუძლიათ ლექსებს?“ აღნიშნეს.
გაკვეთილზე მიწვეული იყო პოეტი-მარიამ კოზმანიშვილი. მოსწავლეებმა წარადგინეს პოეტის შემოქმედება, წაიკითხეს მისი ლექსები, აიღეს ინტერვიუ, დასვეს საინტერესო კითხვები, ასევე, წაიკითხეს საკუთარი ლექსები და გამოხატეს თავიანთი ემოციები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეების გამოხატულ სითბოზე მარიამ კოზმანიშვილმა ემოციური უკუკავშირით უპასუხა.
„ბედნიერება წვრილმანებშია“ ეს კი სულაც არაა წვრილმანი ემოცია. ბავშვის თვალი საუკეთესოდ ხედავს. გული უფრო მეტად გრძნობს. მათი შეგრძნებები ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.
მოსწავლეებსა და პედაგოგს სტუმარი აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდის.
„გულითადი მადლობა, კისისხევის საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებს, გამაოგნებელი სითბოსთვის და გულწრფელობისთვის!
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ციცინო ლაფაურს, პედკოლექტივს და მოსწავლეთა მშობლებს!“, - ამბობს პოეტი.
იხილეთ ფოტოები: