ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი.
8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება - „ილიას პოეზიის დღე“, რომელშიც მე-5- დან - მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გულწრფელი ემოციით კითხულობდნენ ილიას ლექსებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქართული ლიტერატურის მასწავლებელის - ნინო ბენდელიანისა და მე-5გ (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე), და მე-11დ (დამრიგებელი ნინო ბენდელიანი) კლასების მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პროექტი - „ილია თანამედროვეთა მოგონებებით“, რომლის მონაწილეთა დეკლამაციის ნიჭს ჟიური აფასებდა.
გამარჯვებული მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები: