მანდაეთის საჯარო სკოლაში საინტერსო პროექტის ანალოგი ჩატარდა
14-06-2018
მანდაეთის საჯარო სკოლაში სატელევიზიო პროექტ „წიგნების თაროს“ ანალოგი ჩატარდა.
ღონისძიება მე-10 და მე-11 კლასებს შორის გაიმართა.
ის სხვა მოსწავლეებისათვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მათ სურვილი გამოთქვეს მსგავსი აქტივობა მომავალი წლიდან ხშირად გაიმართოს.
სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებული მე-10 კლასისთვის მცირე საჩუქრები (წიგნები) მოამზადა, მაგრამ გულდაწყვეტილი არც დამარცხებული კლასი დარჩა-მათ სიმბოლური საჩუქრები-ბლოკნოტები და საწერი კალმები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის მოსწავლე გიორგი ღამბაშიძე და ისტორიის პედაგოგი ნინო გრძელიშვილი იყვნენ. მათ სიხარულით აღნიშნეს, რომ ამ პროექტმა გაამართლა და იმედი გამოთქვეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან პროექტი სკოლაში კვლავ ჩატარდება. იხილეთ ფოტოები