თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებებს ყოველთვის აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლა Xა კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ მუხიგულაშვილის სპორტულ მიღწევას გვიზიარებს.
აღსანიშნავია, რომ თემქის საცურაო აუზზე გაიმართა სპორტული შეჯიბრი ცურვის სახეობა „ბატერფლაიში“ 50მ და 100მ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
აღნიშნულ შეჯიბრებაში ნიკოლოზ მუხიგულაშვილი მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნიკოლოზ მუხიგულაშვილი საქართველოს ჩემპიონი და I საპრიზო ადგილის მფლობელია შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში ცურვის სახეობა „ბატერფლაიში“.
სასკოლო საზოგადოება მას წარმატებებს უსურვებს.
„პროექტი მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება და გულისხმობს სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების თანამედროვე სტანდარტების სისტემის ჩამოყალიბებას.
სასკოლო შეჯიბრი ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით, ორგანიზებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით განხორციელდა“, - გვეუბნებიან სკოლაში.
სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.