ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნონ.
ამჯერად, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ვკითხულობთ გალაკტიონს“, მესამე ადგილი დაიკავა, მე-9ა კლასის მოსწავლე ლუკა კალაიჯინმა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ლუკა ლექსით - „გურიის მთები“, წარდგა.
მოსწავლის ქართულის მასწავლებელი ნატო სვიანაძე გახლავთ, დამრიგებელი კი - ნატო ლოსაბერიძე.
სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ: „ვულოცავთ ლუკას და მისი დეკლამაციის ნიჭის კიდევ უფრო დახვეწას ვუსურვებთ“.
იხილეთ ფოტო: