ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო სამოქალაქო კლუბის წევრების ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებმა ღონისძიების ჩატარებამდე სამუშაო შეხვედრა გამართეს. კლუბის ლიდერმა გუნდის წევრებს გააცნო სამოქმედო გეგმა თუ რა ფორმატით განხორციელდებოდა მათი ორგანიზებული ჰელოუინისისადმი მიძღვნილი პროექტი საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თანამონაწილეობით.
ასევე საკუთარი აზრი გამოთქვეს გუნდის წევრებმა, რომელთა ერთობლივი ჩართულობით კლუბმა აღნიშნული პროექტი 31 ოქტომბერს განახორციელა.
იხილეთ ფოტოები: