რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „თიხის ჭურჭელი “ დაამზადეს
18-11-2024

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ეკატერინე იაშვილის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს ნივთების საკუთარი ხელით დამზადება.

„ჩვენ გარშემო უამრავი ნივთია, მათ ყოველდღიურად ვიყენებთ.

ბავშვებმა უკვე იციან, რომ თიხა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ჭურჭლის დასამზადებლად და გადაწყვიტეს თავად დაემზადებინათ თიხისმაგვარი ცომი და მისგან სხვადასხვა ნივთები გამოეძერწათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ მარილის, ფქვილის, ზეთისა და წყლის გამოყენებით მოზილეს ცომი, გააბრტყელეს საძერწი ცომის ნაჭერი, გამოჭრეს წრე, ამოუკეცეს ნაპირები და გააკეთეს სათამაშო თეფშები. გამშრალი ნაკეთობა კი მოხატეს გუაშის საღებავით.

როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული აქტივობით, მოსწავლეებს უვითარდებათ მოტორიკა, ფანტაზიის უნარი და ყველაზე მთავარი, ხალისითა და ენთუზიაზმით ასრულებენ მსგავს დავალებებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203