ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე სასწავლებლის ორგანიზებულ „სამეცნიერო ფესტივალზე“ იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელები დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებისა და სპეციალობათა სპეციფიკას, კვალიფიციური ლექტორებისაგან მიიღეს რჩევები მათთვის საინტერესო სპეციალობების სწავლების მეთოდებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„შეხვედრა მრავალფეროვანი, საინტერესო, დასამახსოვრებელი, შემეცნებითი და მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: